ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, ეს ინფიცირებულთა ზრდაზე აისახება - ცქიტიშვილი

05 ნოემბერი 2020, 14:28 917 ნახვა

ვიცე-პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილეს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტორის, მოქალაქეების და ბიზნესის გაერთიანება.

"გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს პოლიტიკური პროცესიც ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ხდება და ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე. როგორ ჩანს, გვექნება კიდევ უფრო სწრაფი ზრდა. 

თუ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ არ გაიაზრა თავისი პასუხისმგებლობა ამ პროცესში და არ დაიწყო რეკომენდაციების შესრულება ეს მოგვიტანს ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კონსოლიდაცია, მოქალაქეები, ბიზნესი, პოლიტიკური აქტორი და თითოეული ჩვენგანის ამოცანაა დავიცვათ ჯანდაცვის სისტემა. 

ამისთვის მარტივია დავიცვათ ის წესები რომლებიც აპრობირებულია მსოფლიოში და რომლებიც ძალიან მარტივად შესასრულებელია. შეგახსენებთ, რომ პირბადე  სავალდებულოა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, რესტორნები მუშაობენ 22:00 საათამდე, შეზღუდულია 10 კაცზე მეტი პირის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში როგორიცაა ქორწილი,ქელეხი, დაბადების დღის აღნიშვნა. ჩვენ გარკვეული პერიოდით უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი შეკრებები და ისეთი სტუმრიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენს სტუმრებს საავადმყოფოში მოათავსებს"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი