ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც კრიზისი უნდა გადაგვალახიოს - პრემიერი

05 ნოემბერი 2020, 14:16 1434 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალიზაციის 15%-მდე ჩამოწევა, სასტუმროებში თერაპიული მართვა, ბინაზე მკურნალობა, პირბადე და თვითიზოლაცია პიკის გადალახვაში უნდა დაგვეხმაროს.

„ბინაზე მკურნალობა - ოჯახის ექიმები აქ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს.

ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. 

გარდა ამისა ეს კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, ელემენტარული თერაპიული ელემენტები სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ  და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით.

მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ეს კრიზისი უნდა გადაგვალახიოს.

ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი