საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

05 ნოემბერი 2020, 11:06 1300 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 2 289 პირი და გარდაიცვალა 20 პაციენტი. მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 

''დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტი გვყავს 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე'' -  განაცხადა ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. 

საკარანტინე სივრცეში რჩება 3 160 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 მოქალაქე. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი