დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთივე სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა.