საქართველოში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ

03 ნოემბერი 2020, 13:08 1394 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, აქამდე შეზღუდვა მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში იყო, ამ ეტაპზე კი ყველა რეგიონსა და ქალაქზე გავრცელდება.

''თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა 22:00 საათის შემდეგ შეზღუდული იყო.  თუმცა იქ გამართულ ღონისძიბებში და წვეულებების დროს ინფიცირების მარალი რაოდენობა შეინიშნება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ახალ შეზღუდვებზე.

მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები, მათი სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დაიცვათ ეს შეზღუდვა'' - განაცხადა ცქოტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი