ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ამ დროისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან არიან შეკრებილი.
აქცია რუსთაველის გამზირზე დღის 4 საათზე დაიწყო და მსვლელობამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ გადაინაცვლა.
ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულის საპატრულო პოლიცია.