სოფელ უჩხოში მეხუთე უბანზე ელექტროენერგია ორჯერ გაითიშა

31 ოქტომბერი 2020, 21:52 1876 ნახვა

ხულოში, სოფელ უჩხოში მეხუთე უბანზე ელექტროენერგია ორჯერ გაითიშა. უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროს სანთლის შუქზე გაგრძელდა მუშაობა და ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში ისევ აღდგა. უბანზე სულ 555 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ბიულეტენების დათვლის პროცედურა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

შუქი რამდენიმე წუთით გაითიშა სოფელ დიაკონიძეებსა და ოქრუაშვილებში.

"ენერგო- პრო-ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა მობილურმა ჯგუფებმა დაზიანება რამდენიმე წუთში აღადგინეს და საარჩევნო პროცედურებს ხელი არ შეშლია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი