სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ საომარი მოქმედებებია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სომხეთის ორი, „სუ 25“-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო. ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის სამხედრო ავიაცია აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვას გუბადლის მიმართულებაზე აპირებდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ისაუბრეს ტელეფონით აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა.