ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდებათ - პრემიერი

29 ოქტომბერი 2020, 10:17 4176 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები აუნაზღაურდებათ.

გიორგი გახარიამ აღნიშნულის შესახებ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ იწყება პირველი ნოემბრიდან და მესამე ტალღა მოიცავს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ნოემბრიდან 4 თვე თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელეტქროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე მოხმარებული გაზი გადასახი აუნაზღაურდება დახმარება მოიცავს, წყლისა და დასუფთავების გადასახადის ანაზღაურებასაც.

ეს არის ის მინიმუმი რაც დღეს სახელმწიფოს შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მათთვის ვინც შემოსავალი დაკარგა ძალიან მნიშვნელოვანია.

ბევრ ჩვენს მოქალაქეს შეიძლება მსგავსი მხარდაჭერა ჩვენგან არ სჭირდება და უკვე დღეიდან მათ შეეძლებათ მსგავსი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ დახმარებაზე"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი