პოლიტიკური პარტიები ერთმანეთზე გადაკრული საარჩევნო პლაკატების გამო უპირისპირდებიან. ქართულმა მარშმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პლაკატების მიზანმიმართულ დაზიანებაში დაადანაშაულა და ამის ფოტო ვიდეომასალაც წარადგინა, ლელომ კი მარშის წევრებს ოფისში მიაკითხა და საპირისპირო ფაქტის კონკრეტული მაგალითი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აჩვენა. მხარეები ადგილზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.