„ჩვენ არ გვინდა ომი, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“ - ამ ლოზუნგით მშვიდობის აქცია გამართა ბათუმში სომხურმა დიასპორამ. აქციის მონაწილეებმა დაგმეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეკრებილებმა სომხეთის საკონსულოსთან წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულების ხსოვნას. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა და ამ დრომდე გრძელდება.