„საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

25 ოქტომბერი 2020, 12:20 1116 ნახვა

ნახევარი მილიონი დოლარით გაქცეული თავდამსხმელი ისევ მიმალვაშია. ისევ უცნობია მისი ვინაობა. მიმდინარეობს გამოძიება და დასრულდა მძევლების გამოკითხვა. მძევალთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა.

მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა.

წაიყვანა მძევლები მათ შორის ერთი შს სამინისტროს თანამშრომელი ავთანდილ გალდავა.მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.ჯერჯერობით უცნობია დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი