რიზა ქაღან ილმაზი-ბათუმში თურქეთს ახალი გენერალური კონსული ჰყავს. მან ეს პოსტი სამი წლით ჩაიბარა. ის ბოლო წლებში თურქეთის სხვადასხვა საკონსულოში მუშაობდა.
იყო ელჩის მოადგილე ბაქოში. თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, რომ გენერალური კონსული უკვე შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას და შეხვედრებსაც მართავს. აქამდე გენერალური კონსულის პოსტი მაქბულე ქოჩაკს ეკავა, რომელიც საქმიანობას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აგრძელებს მოღვაწეობას.