ზეწოლა-მუქარის 37 ფაქტი ძირითადად ოპონენტების წინააღმდეგ, ფიზიკური ძალადობის 9, მოსყიდვის 10, მედიაზე ზეწოლის 2 შემთხვევა - ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომლებიც სამართლიანმა არჩევნებმა 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში გამოავლინა.
ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტიის სასარგებლოდ კონკრეტული ადამიანები ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს კი სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები მოხვდა, ასევე ტვ პირველზე და იმედის ჟურნალისტზე ზეწოლის შემთხვევები.