ქობულეთში ინკასატორი დააყაჩაღეს 

22 ოქტომბერი 2020, 13:12 5374 ნახვა

ქობულეთში ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ფილიალთან სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე მოქალაქეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დააყაჩაღეს ინკასაციის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკის შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ პირებს ერთი ადამიანი მიუახლოვდა და ძალის გამოყენებით თანხა წაართვა. მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ინკასაციის სამსახურის თანამშრომლები და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში