თავდამსხმელმა სავარაუდოდ სამი მძევალი გაათავისუფლა

21 ოქტომბერი 2020, 20:04 1282 ნახვა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებმა შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს. ის ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებთან ერთად გამოჩნდნენ.

დანარჩენი 16 მძევლის გასათავისუფლებლად პოლიცია მუშაობს. 

აჭარის მაუწყებელი ესაუბრა, ერთ-ერთი მძევლის დედას, რომელიც მოითხოვს, რომ გაათავისუფლონ მისი შვილი რადგან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ის მედიკამენტურ პრეპარატებზე იმყოფება.

ამ დროისათვის უცნობია სხვა დანარჩენი მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თავდამსხმელს სავარაუდოდ 18 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. როგორც ცნობილია ის 500 000 დოლარს ითხოვს. 

ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩავიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში