კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად - ''საქართველოს ბანკი'' 

21 ოქტომბერი 2020, 17:35 951 ნახვა

„საქართველოს ბანკი“ ზუგდიდში ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხნენ. შეიარაღებულ თავდამსხმელს 19 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში