„ევროპული საქართველო“ აქცია მსვლელობას გეგმავს

18 ოქტომბერი 2020, 18:05 81 ნახვა

"ევროპული საქართველო" სიგნალების აქციას აანონსებს. პარტიის ლიდერების, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, მათი გეგმები არ შეიცვლება და მომავალ კვირას, მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი წინასაარჩევნო აქტივობები ჩატარდება. პარტია 21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მასიურ საავტომობილი აქციას მოაწყობს.

კაპანაძის განმარტებით, ისინი სიგნალებით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილს, რომ „მისი დრო ამოიწურა“. სერგი კაპანაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მთავრობის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ოთხშაბათს დაგეგმილ აქციაზე სიგნალებით გამოხატონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში