„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას მედეა ვასაძე ადასტურებს. მისი თქმით, გურამ ვარშალომიძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს და რამდენიმე დღეში კლინიკაში კოვიდ 19 დაუდასტურდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გურამ ვარშალომიძის ინფიცირება მედპერსონალისგან მოხდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ საკითხი კლინიკური ჯგუფის აუდიტმა უნდა შეისწავლოს. ცნობისთვის, წლების წინ, გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო.