პოლიციამ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. ბიოს დამზადება-რეალიზაციისა და მოხმარების ბრალდებით დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება საკუთარ სახლში დაამზადა, სარეალიზაციოდ დააფასოვა და კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, სწორედ ამ დროს დააკავა იგი პოლიციამ. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი იმ დროს დააპატიმრეს, როცა ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით ერთ-ერთ ლოკაციაზე მივიდა და იქ დადებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა დაიწყო.