დღეს სვეტიცხოვლობაა

14 ოქტომბერი 2020, 11:47 804 ნახვა

საქართველოს  მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. წირვას სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. პანდემიის გამო მომლოცველებს ტაძრის ეზოში ტემპერატურას უზომავდნენ. აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად ხვდათ მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩააბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში