გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა-ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ. გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი -297, აჭარა-189, იმერეთი-150, შიდა ქართლი-12, ქვემო ქართლი-11, მცხეთა-მთიანეთი -9, გურია-6, სამეგრელო ზემო-სვანეთი 3, კახეთი-2, სამცხე ჯავახეთი-1.
სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 7 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ამ ეტაპზე ჯამში - 13521 აღწევს, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 7159. კარანტინის რეჟიმშია - 5590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1393.