საქართველოს საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი, წირვა – 10:00 საათზე.
ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.
აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – წერია საპატრიარქოს ინფორმაციაში.