თუ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი 1 კვირა გაგრძელდა შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელი იქნება - გამყრელიძე

12 ოქტომბერი 2020, 11:59 2372 ნახვა

აჭარაში შემზღუდველი ღონისძიებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალაში რჩება –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ ამ ეტაპზე შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვიდრე გარკვეულად ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. იცით, რომ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები ათი საათის შემდეგ იკეტება და ა.შ. ვიდრე გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია, არ გვექნება სტაბილურად რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მცირე ერთი კვირა მაინც შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა, მანამდე არ არის რეკომენდებული შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი