ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს - სალომე ზურაბიშვილი

01 ივლისი 2024, 09:48 165 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს „ფეისბუქზე“ ეხმაურება და წერს, რომ ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა.

სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.

მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში