ბათუმში, საქართველო-ესპანეთის მატჩის ღია ჩვენებაზე მყოფ მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით მოემსახურებიან.
ეს სამარშრუტო ხაზებია ნომერი #1, #1ა, #2, #3, #4, #7, #8, #9, #10, #11, #12, #13, #16 და 27.
გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსები ღამის ორ საათამდე იმოძრავებენ.