საქართველოში კოვიდ 19-ის 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება აჭარას, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 172 პირი დაინფიცირდა, 3 პირი კი გარდაიცვალა. ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი კი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.
ექიმების ინფორმაციით, სამივე გარდაცვლილს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღესაც აჭარბებს ინფიცირების შემთხვევებს.
კოვიდ 19 რეგიონში 181-მა მოქალაქემ დაამარცხა. ბოლო მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 533 პაციენტი მკურნალობს, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში 48 პაციენტია მოთავსებული. სასტუმროებში 911, ბინაზე კი ათასამდე კოვიდდადებითი პირი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ინფიცირებულებს შორის 106 არასრულწლოვანი და 24 ორსულია.