სასულიერო პირები დავით გარეჯის საქმეზე

11 ოქტომბერი 2020, 15:35 1092 ნახვა

იზიარებენ თუ არა სასულიერო პირები არქიმანდრიტ კირიონის მოსაზრებებს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე? - სასულიერო პირებმა დღეს შეფასებები გააკეთეს. საქართველოს პატრიარქის მოსაყდრის მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა. მას ჟურნალისტებთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე ვრცლად არ უსაუბრია. 

„თუ მხოლოდ არსებული ბრალდებით მისცემენ პასუხისგებაში ადამიანებს და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, გული დამწყდება“ - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელიც ასევე ამბობს, რომ კირიონის განცხადებები ემოციურ ფონზე გაკეთებულ კომენტარს ჰგავს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, საქმე ერთი ადამიანის ღალატთან არ არის დაკავშირებული, პირდაპირი აგრესიაა ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. სასულიერო პირების განცხადებით, საკითხზე ეკლესიის პოზიცია სინოდის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი