''ეროვნული ფორუმის" ლიდერი კახა შარტავა ევროპული ტიპის კლასიკური პარტიის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ის მზადაა სხვადასხვა პარტიასთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება. გაერთიანდებიან თუ არა პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები?