ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების რიგით მეორე საპრეზიდენტო დებატები. ამჯერად მწვავე კითხვებისა და ერთმანეთის პირისპირ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები წარსდგებიან.
ერთის მხრივ მოქმედი ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი მეორეს მხრივ კი დემოკრატი კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დებატების მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია.
გასულ კვირას საპრეზიდენტო დებატების პირველი ეპიზოდი გაიმართა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი წარსდგნენ მწვავე კითხვებისა და ამერიკელი ხალხის წინაშე.