აჭარის მთავრობა აქციის მონაწილეებს სამუშაო რეჟიმში საქმიან დიალოგს სთავაზობს

06 ოქტომბერი 2020, 20:25 1560 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გრძელდება, შეკრებილებს 10 მოთხოვნა აქვთ და აღნიშნავენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. ​მთავრობა მათ რამდენიმე ადამიანთან ერთად სამუშაო რეჟიმში საქმიან დიალოგს სთავაზობს, თუმცა ისინი უარს ამბობენ.

მოქალაქეები აქციაზე თორნიკე რიჟვაძის მისვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეხვდა.

ცოტახნის წინ, მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ უპასუხა. მინისტრის განცხადებით, აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ განიხილება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი