ამწის ჩამოვარდნისას დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია

05 ოქტომბერი 2020, 11:59 1454 ნახვა

ქობულეთში, ყოფილი სასტუმრო "ინტურისტის" შენობის დემონტაჟისას დაშავებული კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურულია.  ამწეს ოპერატორი შენობის დემონტაჟის დროს  დაშავდა. ამწის წყობრიდან გამოსვლის შემდეგ  სანამ კონსტრუქცია წაიქცეოდა 30-წლამდე  კაცმა გადმოხტომა მოასწრო რა დროსაც მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.  დაშავებული  ბათუმში კლინიკა BMC-ში მკურნალობს. მას ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა.

მომხდარზე გამოძიება  240-მუხლით მიმდინარეობს,  სამთო და სამშენებლო საქმიანობის წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. ყოფილი სასტუმრო "ინტურისტი" 17-სართულიანი შენობაა, ამ დროისთვის 2-სართულის დემონტაჟი განხორციელდა. შემთხვევის შესახებ ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ.   

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ   სადემონტაჟო სამუშაების ნებართვა  მერიამ გასული წლის ნოემბერში გასცა და იგი მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დაასრულოს. უწყებაში ამბობენ, რომ გუშინ მომხდარ შემთხვევაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ სამუსაოები ობიექტზე შეჩერებულია, თუმცა ჩვენს მიერ დილით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ გარკვეული სამუშაოები ობიქტზე ისევ მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში