NBA-ს სუპერფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტმა“ ‘’ლეიკერსთან’’ ანგარიში შეამცირა

05 ოქტომბერი 2020, 11:21 1355 ნახვა

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერია გრძელდება და „მაიამი ჰიტმა“ ლოს ანჯელეს ‘’ლეიკერსთან’’ ანგარიში შეამცირა. მაიამელებმა ლოს ანჯელესელებს ყველა პერიოდში აჯობეს და საბოლოოდ 11 ქულიანი სხვაობით 115:104 იმარჯვეს.

მატჩის გმირი ჯიმი ბატლერი გახდა, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა და სამმაგი დუბლი შეასრულა. 31 წლის ბატლერმა არასრულ 45 წუთში 40 ქულა, 11 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

'’ლეიკერსიდან’’ საუკეთესი კი ისევ ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელსაც 39 წუთში 25 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ლებრონს სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 გადაცემა დააკლდა.

ამ დროისთვის „მაიამი ჰიტი“ სერიაში 2:1. ამ გუნდების სუპერფინალის რიგით მეოთხე დაპირისპირება 7 ოქტომბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში