ქობულეთში ამწე წაიქცა- დაშავებული მუშა ბათუმში გადმოიყვანეს

04 ოქტომბერი 2020, 20:30 2355 ნახვა

ქობულეთში, ყოფილი "ინტურისტის" შენობის დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რომლიდანაც გადმოხტომის დროს მუშა დაშავდა.როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, დაშავებული მამაკაცი ამწეზე მუშაობდა, მუშაობის პროცესში ამწე წაიქცა და მამაკაცმა გადმოხტომა მოასწრო.

დაშავებული მამაკაცი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში