საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო ყოფილი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოღალატეობრივად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ანდრია ჯაღმაიძე ძველი კომისიის შედეგების რევიზიაზე საუბრობს.
მისი თქმით, კომისია ხელმძღვანელობდა გაუგებარი რუკებით. როგორც იცით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების კომისიის განმარტებით საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.