დოლოგნის მოსახლეობა ნაპირსამაგრის მოწყობას ითხოვს

04 ოქტომბერი 2020, 15:20 1273 ნახვა

ქედაში, სოფელ დოლოგნის მოსახლეობა მდინარე ,,ბზანაზე“  ნაპირსამაგრის მოწყობას ითხოვს. ამბობენ, რომ  ბოლო დრო განვითარებულმა უხვმა ნალექმა საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები დატბორა. ქედის მერია რეაგირებას  გეოლოგების მიერ ტერიტორიების შესწავლისა და დასკვნის  შესაბამისად გეგმავს.  პროცესი უკვე დაწყებულია, ამბობს ქედის მერის მოადგილე.

როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სპეციალისტები  40 ლოკაციას შეისწავლიან.  ორ საცხოვრებელ სახლთან კი სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა სალიკვიდაციო სამუშაოებს სპეციალისტების მიერ მიღებული დასკვნების შემდეგ დაიწყებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი