მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემა შეუქმნა ახალშენში მეცხრე ქუჩაზე მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს. ძლიერი წვიმის შედეგად დაიმეწყრა ფერდობი, რომელიც ერთ-ერთ ოჯახთან დამაკავშირებელ სავალ გზაზე ჩამოწვა და მოიყოლა ავტო-ფარეხიც.
ადგილობრივები შიშობენ რომ უამინდობის დროს შესაძლოა მეწყერული პროცესები ისევ განმეორდეს. მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს, მერიაში სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ შემთხვევას გეოლოგები შეისწავლიან, რის შემდეგაც ფერდსამაგრი სამუშაოები ჩატარდება.