რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს.
''სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სულ სამი ცხედარი. აქედან ორი იმყოფებოდა მანქანაში. რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოების ოჯახის დანარჩენი წევრების საპოვნელად'' - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.
მეწყერი სოფელში გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.
მანქანა და ავტომობილში მყოფი ორი მგზავრის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.
16:01; გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.