მარნეულში ვითარება მშვიდდება

30 სექტემბერი 2020, 20:05 1284 ნახვა

ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი, რომელიც 4 საათი იკითხებოდა აცხადებს,რომ უწყებაში სტანდარტული კითხვები დაუსვეს, რაზეც მან შესაბამისი პასუხები გასცა. ხელისუფლება და ოპოზიცია კი ძალადობის პროვოცირებაზე ერთმანეთს ურთიერთბრალდებებს უყენებენ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა - ამ მუხლებით ახლა, გამოძიება მუშაობს.

ყველა ვინც ჟურნალისტებსა და ოპოზიციური პარტიების წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ უნდა დაისაჯონ, ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია.

სახელისუფლებო პარტიაში კი პროვოკაციების მძიმე ინციდენტებით დასრულებას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას უწოდებენ. კიდევ ერთი ინციდენტი, თავს დაესხნენ მარნეულში "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი