თავდაცვის ძალები ახალი M-249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღების მოდერნიზაციის პროცესი გრძელდება.
ვაზიანის სასროლეთზე საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველმა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა აღნიშნული იარაღით საცდელი-საჩვენებელი სროლები განახორციელეს.