თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის რესურსების მართვის პროგრამის სტრატეგიულ-ოპერატიული დონის კურსი გაიხსნა. 5-დღიანი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებების შესახებ მონაწილეების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების მიმართულებით მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ქვედანაყოფების მეტ ჩართულობას თავდაცვის რესურსების მართვის პროცესში.