„ნუ გააყალბებ არჩევნებს” - აქცია-პერფორმანსი საარჩევნო უბანთან

30 სექტემბერი 2020, 17:36 1266 ნახვა

„ნუ გააყალბებ არჩევნებს, ნუ წაგვართმევთ მომავალს“- ამ სლოგანით ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პერფორმანსი გამართეს  ქობულეთში მეშვიდე საარჩევნო უბანზე. აქ დღეს უბნის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი აირჩიეს.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, წინასწარ არის ცნობილი უბანზე ასარჩევი კანდიდატების სია,   რომლებიც წინასწარ არის განსაზღვრული და მმართველ პარტიასთან შეთანხმებული.

ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა  სიმბოლურად ვარდები მიუტანეს.  ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ წინასწარ ასარჩევად განსაზღვრული სიები არ არსებობს, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი