ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი პროცენტებით ძნელია, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს - იმნაძე

30 სექტემბერი 2020, 13:54 1694 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია. პაატა იმნაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც გარდაცვალების მზარდ სტატისტიკას ეხებოდა. 

„თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია.  მისი ოჯახისთვის არ არის პროცენტი. ის არის 100%. ამიტომ მე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე ლაპარაკი, მაგრამ თუ ჩვენ პირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე და იყო 19 გარდაცვალება, სანამ აჭარაში მკვეთრი მატება დაიწყებოდა.

დღეს ჩვენ გვყავს 4000-ზე მეტი პაციენტი დამატებული იმაზე, რაც იყო. ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძალიან ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს“, - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით 39 მოქალაქეა გარდაცვლილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში