აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 სექტემბერი 2020, 11:12 1339 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა.

გუშინ საღამოს გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი, რომელიც  მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, პაციენტის დიაგნოზი იყო: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა"-აცხადებენ სამინისტროში.

 

ბოლო 24 საათში, ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 175-მა პაციენტმა. აქედან კოვიდ სასტუმრო - 160-მა, კლინიკა -15-მა. 

დღეს სტაციონარიდან დაგეგმილია - 5 პაციენტის გაწერა.  კოვიდ სასტუმროდან - 150-მდე პირის.

 

"ამჟამად სტაციონარში მკურნალობს - 447 პაციენტი, მ.შ. 43 არასრულწლოვანი და 13 ორსული.  რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 23 პაციენტი.

 

კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 869 პაციენტი, მ.შ 73 არასრულწლოვანი.

ბინაზე მკურნალობს 700-მდე კოვიდ დადებითი პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 395 პირს.

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 700-მდე საწოლი.  კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე"-აცხადებენ ჯანდაცვის სამინსიტროში.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით,  რეგიონის მასშტაბით სტაციონალებში 109 თავისუფალი ადგილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი