ინციდენტი საკარანტინო სასტუმროში

28 სექტემბერი 2020, 10:59 1017 ნახვა

მცირე ინციდენტი მოხდა ბათუმში ერთ-ერთ საკარანტინო სასტუმროში.  თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოსული მოქალაქის ახლობლების თქმით, კარანტინში მყოფმა მერვე დღეს ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა საკარანტინო ზონის დატოვების უფლება არ მისცეს.

მოხდა შელაპარაკება რა დროსაც მათი ინფორმაციით, კარანტინში მყოფი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე პირადი  ტრანსპორტით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ტურიზმის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკარანტინო სასტუმროში რამდენიმე მოქალაქეს კოვიდვირუსის დადებითი პასუხი დაუდგინდა, ამიტომაც კარანტინიდან გასვლის წინ მოქალაქეებს დამატებითი ტესტირებები ჩაუტარდათ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი