8 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. მეორე ტური იქნება აჭარაშიც. 50 ოლქიდან 45 ერთმანეთს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა დაუპირისპირდეს. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, თუკი მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული პირველი ტურის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. ანა მიქელაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე კანდიდატს არ ექნება სურვილი არჩევნების მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა, მისი მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება.