დაბა ლაითური ჩაიკეტა

25 სექტემბერი 2020, 10:03 2003 ნახვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა. გადაადგილება კორონავირუსით დაინფიცირების მატების გამო შეიზღუდა. მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევა.  შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც. 

დაბა ლაითურში  კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გურიაში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში