პოლიტიკური მოვლენები შუქდებოდა ძირითადად ეთიკური სტანდარტის დაცვით - მედიამონიტორინგი აჭარის ტელევიზიაზე

24 სექტემბერი 2020, 14:34 1619 ნახვა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სამონიტორინგო პერიოდში გადაცემაში ჭარბობდა სიუჟეტები ადგილობრივი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, ამასთან ეთერი აქტიურად ეთმობოდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომელიც შუქდებოდა ძირითადად ეთიკური სტანდარტის დაცვით.“- ამის შესახებ  2020  წლის საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშია საუბარი. 

მონიტორინგის მიხედვით აჭარის ტელევიზიის ეთერში ყველაზე მეტი დრო “ქართულ ოცნებას“ დაეთმო, მმართველი პარტიის გაშუქების პოზიტიური და ნეგატიური ტონიც დროის თვალსაზრისით თანაბარად გადანაწილდა.

“ქართულ ოცნებას” როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ტონი - 10 % თანაბრად გადაუნაწილდა. აჭარის ტელევიზიის ეთერში ყველაზე უარყოფითად მთავრობა გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 10 % უარყოფითი იყო.

კვლევის ავტორების აზრით, მეტნაკლებად დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება, თუმცა, რიგ შემთხვევებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სარედაქციო  პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო.

მონიტორინგის ავტორების შეფასებით, აჭარის ტელევიზიის ძირითად გამოწვევად კვლავ რჩება ანალიტიკური, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოვლენების ზედაპირული გაშუქება. კვლევის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში “აჭარის ტელევიზიაზე” გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა თუ გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებები არ გაშუქებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი