შეხვედრა სტატისტიკის ყოფილ შენობაში შესახლებულებთან

23 სექტემბერი 2020, 18:20 996 ნახვა

რეგიონის ფინანსთა მინისტრი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ქობულეთის მერის მოადგილეები, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში, თვითნებურად შესახლებულებს ხვდებიან.

შეხვედრა მოსახლეობის მოთხოვნით მედიისთვის ღიაა.

შესახლებულებმა ქობულეთის მერიაში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც ისინი ითხოვენ აუხსნან თუ რა პირობით გასხვისდა სტატისტიკის ყოფილი შენობა და როდის დაეხმარებიან მათ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქობულეთის მერს არ ენდობიან. მათივე განმარტებით, ისინი არჩევნებამდე დროს შეგნებულად აჭიანურებენ, არჩევნების შემდეგ კი მათ არავინ დაეხმარება.

მოსახლეობა ფინანსთა მინისტრთან ერთად, მერთან და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესთან  შეხვედრას ითხოვდნენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი