ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 158 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 72 წლის კაცი კლინიკაში გუშინ მოათავსეს, მას თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება. ოცამდე გაიზარდა ინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა ბათუმის სამშობიარო სახლში.